article image

eTwinning Plus მოგესალმებით მეზობელ ქვეყნებს!

eTwinning Plus გთავაზობთ პლატფორმას სკოლის პერსონალისთვის (მასწავლებლები, დირექტორები, ბიბლიოთეკარები და ა.შ.), რომლებიც მუშაობენ ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის სკოლაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, ტუნისი და უკრაინა, იორდანიასა და ლიბანში). პლატფორმა შექმნილია იმისთვის,რომ აღნიშნულმა პერსონალმა შეძლოს კომუნიკაცია, თანამშრომლობა, პროექტების ინიცირება, მოკლედ, იმისთვის, რომ ისინი იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სასწავლო საზოგადოების წევრი.

eTwinning Plus ხელს უწყობს სკოლების თანამშრობლობას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებით, პროგრამაში ჩართული სკოლებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და სერვისების მხარდაჭერით. eTwinning Plus ასევე გთავაზობთ განათლების სფეროში უფასო და მზარდი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში.

eTwinning Plus ქმნის უსაფრთხო ონლაინ გარემოს პარტნიორი სკოლების ჩასართავად, პროექტებზე მუშაობისთვის, eTwinning-ის ქსელში ჩართულ განათლების სფეროში პროფესიონალ თანამოაზრეებთან კომუნიკაციისთვის, ეს შესაძლებლობა პარტნიორი სკოლების გარდა აქვთ eTwinning-ის გარკვეულ მეზობელ ქვეყნებსაც.

ცენტრალური მხარდაჭერის სამსახური შექმნილია European Schoolnet -ის მიერ. ეს არის 34 ევროპელი განათლების სამინისტროს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების პარტნიორობა სკოლებში სწავლების დონის გასაუმჯობესებლად. eTwinning ეროვნულ დონეზე კავშირს ამყარებს 38 ეროვნული მხარდაჭერის სამსახურის მეშვეობით. and 8 Partner Support Agencies in 44 countries (36 in eTwinning and 8 in eTwinning Plus).

eTwinning Plus Portal

eTwinning Plus პორტალი არის ათვლის წერტილი eTwinning ამყაროსთან. ის ხელმისაწვდომია 3 ენაზე, plus.eTwinning.net გთავაზობთ სიახლეებს eTwinning-ის ქვეყნებიდან, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, ინფორმაციას აღიარების შესახებ, ასევე წარმატებული პროექტების მაგალითებს.

  • პროექტები - ამ სექციაში მასწავლებლებს შეუძლიათ ნახონ ინსტრუმენტი სახელწოდებით "კომპლექტი", რომელიც ეხმარება მათ საკუთარი პროექტების დაგეგმვაში. არსებობს ასევე გალერეა საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების, როგორც შთაგონების წყარო, რათა მათ დაგეგმონ საკუთარი eTwinning-ის პროექტი.
  • აღიარება - ამ სექციაში მასწავლებლებს შეუძლიათ ნახონ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ, რომ იცოდეთ აღიარების შესახებ რასაც eTwinning-ი სთავაზობთ, ევროპული ხარისხის ნიშანი, ეროვნული ხარისხის ნიშანი, eTwinning-ის ჯილდო, eTwinning-ის სკოლა
  • პროფესიული განვითარება - თვითშეფასების ინტრუმენტები, თვით-დამხმარე რესურსები,, ასევე ონლაინ სემინარები და სასწავლო ღონისძიებები, წყვილში სწავლებით eTwinning-ის მომავალი ღონისძიებებით. მასწავლებლებს შეუძლიათ ნახონ ხელსაყრელი ინსტრუმენტები სწავლის მეთოდების გასაუმჯობესებლად.
  • აქცენტები- ახალი ამბები eTwinning-ის საზოგადოების შესახებ, მათ შორის პედაგოგიური მეთოდებისა და საუკეთესო eTwinning პრაქტიკის.s.

 eTwinning Plus თან მეგობრობით მაწავლებლებს წვდომა:

eTwinning Live

არის ადგილი, სადაც პედაგოგები ეზიარებაინ eTwinning-ის თანამეგობრობას მისი სრული პოტენციალით. პედაგოგებს შეუძლიათ სხვა რეგისტრირებული ითვინერებისა და სკოლების მოძიება, მათთან დაკავშირება და მათი საქმიანობისთვის თვალის დევნება.

eTwinning Live -ის მეშვეობით მასწავლებლებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი პროექტები, სადაც მათ შეუძლიათ დაგეგმონ აქტივობები სხვადასხვა თემებზე და საკვანძო კომპეტენციებზე, ორი ან მეტი მასწავლებლის თანამშრომლობითა და მოსწავლეების მონაწილეობით. 

პედაგოგებს შეუძლიათ ნახონ ონლაინ პროფესიონალური განვითარების შესაძლებლობები, რასაც eTwinning სთავაზობს ევროპულ დონეზე. სასწავლო ღონისძიებები არის მოკლე, ინტენსიური და სახალისო კურსები, რომლებიც მასწავლებლებს სთავაზობს თემებს, იდეების სტიმულირებისათვის და უნარების განვითარებისთვის. სასწავლო ღონისძიებები ჩვეულებრივ გრძელდება 4-6 საათი. ონლაინ სემინარები, ონლაინ ვიდეო სესიებია, რომელიც გრძელდება ერთი საათის განმავლობაში, სადაც პედაგოგებს საშუალება აქვთ ისწავლონ, იმსჯელონ და განიხილონ სხვადასხვა თემები.

პედაგოგებს ასევე შეუძლიათ შეუერთდნენ eTwinning-ის ჯგუფებს - ვირტუალური ადგილები, სადაც ითვინერები განიხილავენ კონკრეტულ საკითხებს, თემებს..არსებობს 14 ჯგუფი, რომელიც იმართება ცენტრალური მხარდამჭერი სააგენტოსგან და გამოცდილი ითვინერები არიან მოდერატორები. ეს ჯგუფებია:

  1. Coding at schools
  2. English as a Second Language
  3. Entrepreneurship in education
  4. Bringing eSafety into eTwinning projects
  5. French as a Second Language
  6. STEM
  7. Sustainable Schools Network
  8. Game-based classroom
  9. Inclusive Education
  10. Creative Classroom
  11. Virgilio - Your eTwinning Guide
  12. Gender - Know How to Stop Stereotypes
  13. Integrating Migrant Students at School
  14. School Leadership

eTwinning Live app

eTwinning მობილური აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ eTwinning Live სერვისები და შეტყობინებები მობილურ მოწყობილობებზე. ითვინერები ღებულობენ უახლოეს ინფორმაციას ცოცხალი პლატფორმიდან, app- ისა და pop-up შეტყობინებების წყალობით და შეუძლიათ ძირითადი ქმედებების შესრულება.

აპლიკაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Apple App Store და Google Play Store; ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სმარტფონებზე ასევე, ტაბლეტებზე. იჩქარეთ და შეუერთდით eTwinning-ის მობილურ საზოგადოებას დღეს!

TwinSpace

ადგილი, სადაც eTwinning-ის საოცრება რიალურად ხდება არის TwinSpace; უსაფრთხო პლატფორმა მხოლოდ პროექტში მონაწილე პედაგოგებითვის. მოსწავლეები ასევე შეიძლება მოწვეულნი იყვნენ TwinSpace- ში, რათა შეხვდნენ და ითანამშრომლონ თანატოლებთან.

School Education Gateway

პედაგოგებს შეუძლიათ ესტუმრონ School Education Gateway, ონლაინ პლატფორმას სასკოლო განათლებაში ევროპაში- წარმოდგენილია 23 ევროპულ ენაზე ეს არის პედაგოგების, სკოლის ლიდერების, პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და სხვა პროფესიონალებისთვის. გაწევრიანდით დღეს და მიიღეთ ინფორმაცია ევროპული პოლიტიკისა და სამოქმედო საქმიანობის შესახებ.

  • პროფესიული განვითარება